ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, "ფოსტისა" და "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტები მომზადებულია და უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად წარუდგენენ.
მისივე თქმით, ფოსტის შესახებ კანონზე განსხვავებით ელექტრონული კომერციისგან, კერძო სექტორთან კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.
“ეს კანონპროექტები მომზადებულია. ისინი გასულ წელსაც მომზადებული იყო, თუმცა გარკვეული დრო იყო საჭირო იმისთვის, რათა დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო როგორც მთავრობის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ელექტრონული კომუნიკაციების კანონს კერძო სექტორთან კომუნიკაციები გავლილი აქვს. უახლოეს კვირებში წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს განსახილველად გადმოეგზავნება. ფოსტის შესახებ კანონიც კონსულტაციების ბოლო ეტაპზეა და დაგეგმილია კერძო სექტორთან კონსულტაციები. ერთ თვეში ვფიქრობ, რომ ფოსტის კანონსაც მთავრობაზე განვიხილავთ და შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადმოვაგზავნით”,-განაცხადა არველაძემ პარლამენტში.
საპარალამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი დაინტერესდა, როდის აპირებს მთავრობა პარლამენტს ეს კანონპროექტები წარუდგინოს? პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე გენადი არველაძემ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ