ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 3 ქართული კომპანიაა დალისტული, გასული 1 კვირის განმავლობაში ყველას აქციების ფასი გაიზარდა. რაც შეეხება კონკრეტულ ტრანზაქციებს, "საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 2.6 მილიონი ფუნტის გარიგება დაიდო, Georgia Capital-ის 455 ათასის, "თიბისი ბანკის" კი 2.1 მილიონი ფუნტის.
რაც შეეხება 1 წლის ჭრილს, სამივე მათგანის ფასი გაუფასურებულია და დიაპაზონი 32-დან 62%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია LSE-ზე "თიბისი ბანკია" 491 მილიონი ფუნტ სტერლინგით, "საქართველოს ბანკი" 408 მილიონი ღირს, Georgia Capital კი 179 მილიონი.