მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5f0ae8fdb85b2
ლევან თაღიაშვილი
10.07.20 22:00
345

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, მხოლოდ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციებს ჰქონდა 1%-იანი ზრდა, დანარჩენი კომპანიების ფასიანი ქაღალდები კი გაუფასურდა.

რაც შეეხება კონკრეტულ გარიგებებს, BGEO-ს აქციებზე 2.4 მილიონი ფუნტის ტრანზაქციები განხორციელდა, "თიბისი ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 1.5 მილიონის, Georgia Capital-ის 1.7 მილიონის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" რაც შეეხება, მისი 11,824 აქცია გაიყიდა 11,383 ფუნტად.


1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანი კვლავ მინუსშია და კლების დიაპაზონი 35-დან 57%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია კვლავ "საქართველოს ბანკია" 513 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკი" 488 მილიონი ღირს, Georgia Capital 203 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 127 მილიონი.