მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ემზადება ქობულეთი სეზონისთვის - მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები

5e3bac94ec3ea
ინგა მურუსიძე
06.02.20 21:00
1142
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს 2 კმ. სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა.

„პროექტის ფარგლებში: უკვე მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა მეგობრობის, თბილისის, და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია.

შეიცვალა სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და ფილები.

დასრულდა გელაურის უბნის კეთილმოწყობა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლების მანძილზე პირველად განხორციელდა. მოეწყო 4 სკვერი. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სტადიონს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.