მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენისას? ®

6197bdb0ab213
BM.GE
22.11.21 09:00
1140
გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტი“ უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის 2021 წლის დეკემბერში ღონისძიებას გამართავს. აღნიშნულ შეხვედრაზე „პროსპექტი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად ბაზრისთვის ახალი ტიპის კვლევას წარმოადგენს. კვლევა შეეხება უძრავი ქონების მომხმარებლის (მყიდვლების) ქცევას და გზას:

- როგორ/საიდან იწყება უძრავი ქონების შეძენის შესახებ ფიქრი და როგორ მიდის მომხმარებელი გადაწყვეტილებამდე?
- რა ფაქტორები მოქმედებს დადებითად და უარყოფითად როგორც შერჩევის, ასევე კომუნიკაციის დროს მყიდველის აღქმებსა და შეხედულებებზე?
- პროდუქტში რა არის მომხმარებლისთვის მნიშნველოვანი და პრიორიტეტული, რაც გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც „პროსპექტი“ კვლევით კომპანია „ანოვასთან“ ერთად იკვლევს თბილისის რამოდენიმე მსხვილ უბანში და დეკემბერში წარუდგენს დეველოპერულ კომპანიებს.

გუგა კობახიძე - "პროსპექტის" დირექტორი: „ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული კვლევა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კომპანიებისთვის, კარგად ესმოდეთ საკუთარი პოტენციური მომხმარებლის და ამის შესაბამისად, შექმნან გაყიდვების თუ მარკეტინგის სტრატეგია, რაც საბოლოო ჯამში, დეველოპერებს დაეხმარებათ ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებულად განახორციელონ.

ჩვენ 4 წელია, რაც უძრავი ქონების გაყდივების აუთსორსინგით ვართ დაკავებული და მიკრო დონეზე ასეთ კვლევებს ხშირად მივმართავთ, რომ კარგად დავინახოთ თუ რა სურს მომხმარებელს. ამჯერად, ღონისძიების ფარგლებში, გადავწყვიტეთ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა ჩავატაროთ, რათა დეველოპერული ბაზრის მოთამაშეებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მათი პროდუქტის პოტენციური მყიდველის ქცევასთან დაკავშირებით, რაც დაეხმარება დეველოპერებს შექმნან ზუსტად ისეთი პროდუქტები, რაც უფრო სასურველი იქნება მყიდველებისთვის, ამით დეველოპერული ბიზნესი უფრო მარტივად უპასუხებს ბაზრის გამოწვევებს.

კომპანია „პროსპექტი“ 2018 წლიდან ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგით არის დაკავებული. ამ პერიოდში „პროსპექტმა“ გაყიდვების კუთხით 9 კომპანიასთან იმუშავა და 60 000 000 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა. გარდა გაყიდვებისა, „პროსპექტის“ პორტფოლიოშია 5 დეველოპერული პროექტის კონცეფციის და 4 დეველოპერის მარკეტინგისა და გაყდივების სტრატეგიის შემუშავება. „პროსპექტი“ ამჟამად უძრავი ქონების დეველოპერებს თავაზობს ისეთ პროდუქტებს როგორიც არის:

- უძრავი ქონების გაყდივების აუთსორსინგი
- სოც. მედია მომსახურება
- ბრენდინგი
- ვებ დეველოპმენტი
- პროდუქტის მარკეტინგული კონცეფციის შექმნა
- გაყიდვების გუნდის მენეჯმენტ აუთსორსინგი