მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

629dd8595f18d
შოთა ტყეშელაშვილი
06.06.22 16:24
1744
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.52% წინა კვირასთან შედარებით და +30.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 548 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.48 - 16.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 796.54 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.28% წინა კვირასთან შედარებით და +14.40% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 153 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.26 - 15.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 788.73 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.46% წინა კვირასთან შედარებით და +10.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.48 - 6.67 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 310.37 მილიონი გირვანქა სტერლინგია. 

წყარო: Galt & Taggart