მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის ახალი, ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანი და სომხეთი სიაში წინა წლებთან შედარებით გაუარესებულ შედეგს აფიქსირებენ.
წლევანდელ რეიტინგში სომხეთი მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, 47-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წლის მონაცემებზე ექვსი პოზიციით უარესია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, საქართველოს მეზობელი სახელმწიფო Doing Business-2020 -ში 34-ე პოზიციას იკავებს, რაც გასული წელთან შედარებით 9 პოზიციით დაქვეითებას ნიშნავს, შარშან აზერბაიჯანი 25-ე ადგილზე იყო.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის, შედარებით ცუდი მაჩვენებელი ბელორუსიას უფიქსირდება, ქვეყანამ ერთ წელიწადში 37-დან 49-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ყირგიზეთი 70-ედან მე-80 ადგილზე გადავიდა.
რაც შეეხება ყაზახეთს, მან რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და 28-ედან 25-ე ადგილზე გადავიდა. რუსეთი კი, 31-დან 28-ე პოზიცაზე მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოლდოვა - 48-ე, უზბეკეთი - 69-ე, ტაჯიკეთი კი - 106-ე ადგილზე გავიდნენ.
ცნობისათვის, ბიზნესის პირობების ყოვლისმომცველი შეფასება 10 ინდიკატორს მოიცავს: საწარმოთა რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, ელექტროენერგიის მიწოდების სისტემასთან კავშირი, ქონების რეგისტრაცია, სესხების მოპოვება, მინორიტარი ინვესტორების დაცვა, დაბეგვრა, საერთაშორისო ვაჭრობა, ხელშეკრულებების აღსრულება და გადახდისუუნარობის მოგვარება (გაკოტრების საქმის წარმოება).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება