მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მიიღოს კომპანიამ საერთაშორისო სტატუსი და შეღავათები? - განმარტება

5f7ec84501d62
ინგა მურუსიძე
08.10.20 12:14
1674
დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო დადგენილებაზე, რომელიც კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ირწმუნება, რომ სტატუსის მიღება რთული არ იქნება. მისი განმარტებით, კომპანია უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურში და მთავრობა მის წინადადებას უახლოეს მომავალში განიხილავს:

რომელი დარგის ბიზნესი მიიღებს საერთაშორისოს სტატუსს? 

„როგორც იცით, ჯერ კიდევ ივლისში, კანონით დადგინდა საერთაშორისო საწარმოს ცნება და დღეს ვადგენთ დამატებით, რა საქმიანობებს მოიცავს ეს, ასევე რა შეზღუდვები და შეღავათები აქვს - ეს არის IT სფერო და საზღვაო სერვისები.

IT სფეროს რაც შეეხება, დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემით, ნებისმიერი ციფრული პროდუქტის დამზადება და მთელი რიგი ჩამონათვალია. რაც შეეხება საზღვაო სერვისებს, აქაც დიდი სიაა, მათ შორის გემის გაქირავება ეკიპაჟიანად, ან უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა, საკვების პროდუქტებით ან ტექნიკური დეტალებით მომარაგება და ა.შ. ეს არის საქმიანობები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ დადგენილებით დასაშვებად ცნობს“,- განმარტავს ფინანსთა მინისტრი.

რას ითვალისწინებს შეღავათები?

როგორც ივანე მაჭავარიანი ამბობს, საუბარია, რომ ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%. 

„არის ხარჯების ნუსხა, რომლითაც კომპანიებს შეუძლიათ შეამცირონ მოგების გადასახადი. ზოგადად, ორი ტიპის ხარჯთან გვაქვს საქმე, ერთი - საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი, დაქირავებული პირისთვის გადასახდელი ხელფასის ხარჯი - ეს  სრულად შეუძლიათ გამოიქვითონ და მეორე, საერთაშორისო კომპანიისთვის საპროექტო და საექსპერტო საკონსტრუქციო ხარჯები, ამით კომპანიებს შეუძლიათ მოგების გადასახადი შეამცირონ“.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია იმისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?

„უნდა ჰქონდეს ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებში 2-წლიანი გამოცდილება, შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენლობა საქართველოში, თუმცა ამ არარეზიდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლის გამოცდილება“- ამბობს ფინანსთა მინისტრი.