მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები? – გიორგი პაპავა მთავრობის სტრატეგიას აფასებს

5f1eeca027840
ინგა მურუსიძე
27.07.20 20:40
1317
ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგიის მიხედვით, იგეგმება იმ კომპანიებთან კავშირზე გასვლა, რომლებიც შემდეგ საქართველოს საინვესტიციო გარემოს და პოტენციალის ინვესტორებისთვის გაცნობას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ BM.GE-ის კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის წამყვანმა სპეციალისტმა გიორგი პაპავამ განუცხადა.

პაპავამ შეაფასა 24 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, რომელზეც პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქართველ ეკონომისტებს და ექსპერტებს ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია გააცნეს.

„ჩვენ გავეცანით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ახალ სტრატეგიას. გავეცანით ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია გადაიდგას იმისთვის, რომ ინვესტიციები შემოვიდეს სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. სტრატეგიაში კონკრეტიკა ნამდვილად არის. დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმან, რომ კონკრეტულ კომპანიებთან მიმართებაში გადადგმული აქვთ კონკრეტული ნაბიჯები, ჩატარებული აქვთ კვლევები, დაჯამებული და გათვალისწინებული აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და აქვთ დასკვნები, იმის შესახებ, თუ რომელ სექტორში შეიძლება განხორციელდეს ინვესტიციები და ა.შ. ის სტრატეგია, რომელსაც გავეცანით, წინ გადადგმული ნაბიჯია, ქვეყანაში არსებობს ზოგადი გარემო, რაც არის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი.

არის ასევე მეორე მიმართულება, რაც კონკრეტულ კომუნიკაციას ეფუძნება და იმ კონკრეტული რისკების დაზღვევას, რომელიც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს. საუბარია არა მხოლოდ ინვესტორების მოზიდვაზე, არამედ იმ კომპანიებთან კავშირზე, რომლებიც შემდეგ უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოს და პოტენციალს გააცნობენ უკვე პოტენციურ ინვესტორებს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. რამდენად უზრუნველყოფს ეს ნაბიჯები იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციები გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს, ეს მეორე საკითხია, რადგან ქვეყანაში ერთი უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე დაყრდნობა სწორი არ იქნება. არსებობს სხვა უფრო ფართო საკითხები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო ქვეყანაში“, - განაცხადა პაპავამ.