მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ნახევარმილიარდიანი "მწვანე ქალაქი" ქობულეთში - ფოტო მასალა

5c9b7716c580d
თამუნა ქემერტელიძე
27.03.19 17:07
10722
ვის ეკუთვნის კომპანია „გრინ რეზორთი“, რომელიც ქობულეთში 500 მლნ ლარის ღირებულების პროექტს იწყებს?

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიას 4 მეწილე ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ლევან შერაზადიშვილი, რომელიც წარმოშობით ქართველი, სლოვაკეთის მოქალაქეა.

რადეკ ბრაზდა, ჩეხეთის რესპუბლიკა - 25%
მარეკ საკ, ჩეხეთის რესპუბლიკა - 25%
რომან ვივოდა, ჩეხეთის რესპუბლიკა - 25%
ლევან შერაზადიშვილი, სლოვაკეთი - 25%

ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა 180 ჰექტარზე იგეგმება. პროექტი საბოლოო იერსახეს 3 წელიწადში მიიღებს.

"გრინ რეზორთის"დირექტორის გიორგი შერაზადიშვილის განცხადებით, პროექტირება თითქმის დასრულებულია და ახლა დარჩენილია განაშენიანების რეგულირების გეგმის საბოლოო შემუშავება და სამშენებლო ნებართვის გაცემა.

"ჩვენ ვგეგმავთ 3 წელიწადში ყველაფრის დამთავრებას; რაც შეეხება მუშაობის დაწყებას, ჩვენ ის დიდი ხანია დავიწყეთ. პროექტი თითქმის დასრულებულია. ის რამდენიმე ეტაპადააა დაყოფილი. რაც შეეხება დიდ პროექტებს, მაგალითად სასტუროს, მისი პროექტირებაც დასრულებულია. ახლა მხოლოდ ფორმალობებია დარჩენილი, რაც ჩემი აზრით, სწრაფად წავა", - აცხადებს შერაზადაშვილი.

"საქმის კურსის" კითხვაზე - რატომ გადაწყდა პროექტის ქობულეთში განხორციელება, შერაზადაშვილი განმარატავს:

"ესაა ჩეხურ -სლოვაკური კომპანია, "ელ & ერ კომპანი" - ყველაფერი ამ კომპანიიდან დაიწყო. მამაჩემი ლევან შერაზადიშვილი სლოვაკეთის მოქალაქეა. ის კარგად იცნობს სლოვაკებსაც და ჩეხებსაც. მან ჩამოიყვანა თავისი მეგობრები და დაიწყეს რამდენიმე მცირე პროექტით; შემდეგ კი, ეს ყველაფერი განვითარდა", - აცხადებს შერაზადაშვილი.
შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. მის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იქნება აჭარაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.

„ქობულეთში ვიწყებთ უპრეცენდენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის რეალიზაციას, რაც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა ბახტაძე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც მთელი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი გახდება.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში 180 ჰექტარზე იგეგმება.

მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.

ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები