მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2019 წელი "თიბისისთვის" - ნიკა ქურდიანის შეფასება

5e05e46b5f032
ანი ციხისთავი
28.12.19 10:40
908
"ვფიქრობ, რომ 2019 იყო ფუნდამენტური წელი იმ ძალიან დიდი ნახტომისთვის, რომელსაც “თიბისი” მომდევნო რამდენიმე წელიწადში გააკეთებს”, - ამის შესახებ Bm.ge-ისთან “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა განაცხადა.

ქურდიანის თქმით, “თიბისი ბანკს” 2019 წელს უამრავი გამოწვევა ჰქონდა და მათგან მთავარი Agile ტრანსფორმაცია იყო.

„ორგანიზაციული მოწყობა გადავალაგეთ, მესამედზე მეტი სულ ახლებურად მუშაობს, agile-ის პრინციპებით, რაც მსოფლიო მასშტაბით უახლესი მეთოდოლოგიაა”,- აღნიშნა ქურდიანმა.

მისივე თქმით, კომპანიამ 2019 წელს არაერთი ტექნოლოგიური პროექტი გააფართოვა. „Space გაიზარდა და უკვე გადის საერთაშორისო მასშტაბებზე სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, 2020 წელს გერმანიასთან იგეგმება მუშაობა“, - განაცხადა მან.

ქურდიანის თქმითვე, უზბეკეთში უკვე არსებულ 3 ბიზნესს, ძალიან მალე ბანკიც დაემატება, რადგან კომპანია დღეს საბანკო ლიცენზიის მოლოდინშია.