მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო კიდევ ერთი წელი Mastercard-თან ერთად? (R)

5fedd21fa574b
BM.GE
31.12.20 17:28
959
მთელს მსოფლიოში, 2020 წელი გამოწვევებითა და ახალი გამოცდილებით იყო სავსე. წლის პირველივე თვეებში, ადამიანებს უცნობ ვირუსს, COVID-19-თან გამკლავება მოუწიათ. ჯერ იყო ჩინეთი, შემდეგ აზია, ევროპა, ამერიკა და სულ მალე, დედამიწაზე აღარ იძებნებოდა ადგილი, სადაც ვირუსმა ვერ მიაღწია. მსოფლიო პანდემიის, ფიზიკური დისტანცირების, ეკონომიკური კრიზისის, ონლაინ ცხოვრებისა და მილიონობით დაავადებული ადამიანების ფონზე, კომპანიები გამუდმებით ცდილობდნენ მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ახალი ცხოვრების შემსუბუქებას.

ერთ-ერთი ასეთია Mastercard, საქართველოში ციფრული გადახდების ლიდერი, რომელიც გამუდმებით მხარს უჭერს მომხმარებლებს და სხვადასხვა გამოწვევების გადალახვაში ეხმარება. ყველაფერი ჯერ კიდევ 2020 წლის ზამთრის მიწურულს დაიწყო, როდესაც საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და გაზაფხულიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და კარანტინი გამოცხადდა. COVID19-მა ადამიანთა ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეცვალა. პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე კი ჩვენი ექიმები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. ისინი უკვე რამდენიმე თვეა თავდაუზოგავად შრომობენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობისათვის.

COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: Bolt-ის საშუალებით, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ სამედიცინო პერსონალს, ინდივიდუალური, სწრაფი და კომფორტული გადაადგილება შესთავაზა. პროექტი საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობდა და იმ კლინიკების თანამშრომლებს ემსახურებოდა, რომლებშიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან. კამპანიაში 11 კლინიკის 548 თანამშრომელი ჩაერთო და პროქტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ ამუშავებამდე გაგრძელდა. ამ კამპანიის ფარგლებში: სამედიცინო პერსონალმა Mastercard-თან ერთად დაფარა 44 618 კილომეტრი.

სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერის გარდა, Mastercard-მა ბარათის მფლობელებს Wolt მიტანის აპლიკაციის გამოყენებისას, უფასო მიტანის სერვისი შესთავაზა. მაშინ, როდესაც „დარჩი სახლში“ იყო მთავარი მოწოდება, აღნიშნულმა კამპანიამ უამრავი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება გაამარტივა. გარდა ამისა, Mastercard და Carrefour, თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად გაერთიანდნენ. კარფურის ნებისმიერ ფილიალში, Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში (უკონტაქტო ბარათით გადახდა; მობილური ტელეფონისა თუ თუ სხვა მოწყობილობის გამოყენება) თანხის ნაწილი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად გადაირიცხა.

მსოფლიო პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა ბიზნესის ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი ტურიზმზე მოახდინა. პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვიანი კარანტინისა შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. ამ ფაქტმა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნა. ამიტომ Mastercard-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერი ახალი კამპანია, „სალამი ზაფხულს“ წამოიწყო. ბათუმში, Mastercard-ის სანაპიროზე, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეეძლო აღმოეჩინა საკუთარ თავზე მორგებულ შეთავაზება: კინო სეანსები, საბავშვო მოედანი, უფასო ინტერნეტი, VIP ზონა, საზაფხულო კოქტეილები და Cashless რეალობა, რომელიც 1 აგვისტოს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.
ხოლო tkt.ge-ზე მატარებლის ბილეთების ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი Mastercard-ისგან მობილურ ინტერნეტს საჩუქრად მიიღებდა.

ამის შემდეგ, Mastercard-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი. რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას.

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ 2021 წელი უკეთესი და მეტად სტაბილური წელი იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში Mastercard გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას და წვლილის შეტანას მის განვითარებაში. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ, რომ მომხმარებლებს, ყოვეთვის და ყველგან შევთავაზოთ სწრაფი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა", - აღნიშნავს იგორ სტეპანოვი, Mastercard- ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

Mastercard მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს მრავალფეროვან, უსაფრთხო, სწრაფ და სანდო გადახდის მეთოდებს. 2019 წლიდან, საქართველოში Apple Pay-ის გადახდის სისტემა დაინერგა, ხოლო 1 წლის შემდეგ, გადახდის ყველაზე უსაფრთხო მეთოდით გადახდა კიდევ 5 ბანკისთვის გახდა ხელმისაწვდომი. საბოლოოდ კი 2020 წლის მიწურულს, საქართველოში Mastercard-ის პარტნიორ 9 ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ სმარტფონით, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ თანხა.

მოგვიანებით, საქართველოში პანდემიის მეორე ტალღის გამწვავებისთანავე, Mastercard-მა კიდევ ერთხელ შესთავაზა მომხმარებლებს Wolt-ზე უფასო მიტანის სერვისი. ამჯერად, მომხმარებლები თბილისსა და ბათუმში, Carrefour-იდან პროდუქტების შეკვეთის შემთხვევაში, უფასო მიტანის სერვისით სარგებლობდნენ.
არსებული რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, Mastercard-მა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაეჭირა მხარი ქართველ მედიკოსებისთვის და დააფინანსა 15,000 მგზავრობა ყველა დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც Bolt ოპერირებს. შეთავაზებით 30 კლინიკის 1800-ზე მეტმა ექიმმა ისარგებლა.

ასეთ რეალობაში, საგანმანათლებლო პლატფორმის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თითქმის ერთი წელია ქვეყანაში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება სრულფასოვანი სასწავლო პროცესი სკოლებში. ამიტომ Mastercard-მა, განათლების მხარდასაჭერად Kings Georgia-სთან თანამშრომლობას დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში, Kings-ის პროგრამებზე რეგისტრაციის დროს, Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ. ასევე, 20%-იანი ქეშბექი აქტიური იქნება ოლიმპიადებისთვის მოსამზადებელი წიგნების შეძენის შემთხვევაშიც. ხოლო II-დან VI კლასის ჩათვლით პირველ ადგილზე გასული მოსწავლე, Mastercard-ისგან ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს.

მართალია 2020 წელი ნამდვილად რთული წელი იყო, თუმცა Mastercard ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, მუდამ ცდილობდა საკუთარი მომხმარებლებისთვის რეალობის გამარტივებასა და შეუფასებელი მომენტების შექმნას.

***
Mastercard-ის შესახებ:
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)