პროდუქტებზე ფასების მატება ამცირებს ნომინალური შემოსავლის მყიდველუნარიანობას. ინფლაციის გავლენის გამორიცხვა გვიჩვენებს, საბაზისო პერიოდის ფასების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, რეალურად რა ღირებულება ექნებოდა ჩვენს შემოსავალს დღეს. თუ საბაზისო წლად ავიღებთ 2012 წელს, ვანგარიშობთ, 2012 წლის მუდმივი ფასებით რა რეალური ღირებულება ექნებოდა პენსიას ყოველ მომდევნო წელს.
გამომდინარე იქიდან, რომ პენსიონერები პენსიას ყველაზე მეტად სურსათისა და მედიკამენტების შეძენაზე ხარჯავენ და სამომხმარებლო კალათაში შემავალი სხვა პროდუქტების ან ფუფუნების საგნების შეძენას ვერ ახერხებენ, ამიტომ ასეთ პროდუქტებზე ფასების მატება ვერ აისახება პენსიონერთა ცხოვრების ღირებულების განსაზღვრაში.
განვიხილავთ პენსიის მყიდველუნარიანობას ინფლაციის მთლიანი დონის, სურსათისა და ჯანდაცვის მიმართ, 2012 წლის მუდმივ ფასებში.
გამოთვლილია პენსიის რეალური ღირებულება 2012 წლის მუდმივ ფასებში გადაყვანით.
გამოთვლილია პენსიის მყიდველუნარიანობა მხოლოდ სურსათის ჯგუფის მიხედვით, რაც ნიშნავს შემდეგს, 2012 წლის შემდეგ ფასები რომ უცლელი ყოფილიყო, რა ღირებულება ექნებოდა მომდევნო წლებში პენსიას, სამომხმარებლო კალათაში შემავალი სურსათის პროდუქტების შესაძენად.
გამოთვლილია პენსიის მყიდველუნარიანობა მხოლოდ ჯანდაცვის ჯგუფის მიხედვით, რაც ნიშნავს შემდეგს, 2012 წლის შემდეგ ფასები რომ უცლელი ყოფილიყო, რა ღირებულება ექნებოდა მომდევნო წლებში პენსიას, სამომხმარებლო კალათაში შემავალი ჯანდაცვის პროდუქტებისა და მომსახურების შესაძენად.
პენსიის ინდექსაცია ნიშნავს პენსიის რეალური ღირებულების გამოთვლას და მის საფუძველზე ნომინალური პენსიის მატებას. პენსიის ინდექსაციის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია ინფლაციის ცვლილების გათვალისწინება, რაც გულისხმობს ინფლაციის გავლენის გამორიცხვით რეალური პენსიის გამოთვლას და უნდა ეფუძნებოდეს იმ პროდუქტების მიმართ ინფლაციის დონის გამოთვლას, რაც ყველაზე მეტად მოხმარებადია პენსიონერის მიერ, ასეთ ძირითად ჯგუფებს კი, სურსათისა და ჯანდაცვის ჯგუფები წარმოადგენენ.
პენსიის დონე ნომინალური, რეალური, სურსათისა და ჯანდაცვის ჯგუფის მიხედვით (ლარი)
(2012 წლის მუდმივ ფასებში)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის