მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მიიღებენ 150-ლარიან შეღავათს სახელმწიფოსგან - ფინანსთა მინისტრის განმარტება

5ea53beb9b726
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 11:43
4975
ყველა ის კომპანია, რომელიც გააგრძელებს დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდას(იგულისხმება1500 ლარამდე ხელფასი), საშუალოდ 150-ლარიან შეღავათს ნახავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მან განმარტა, რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს 750 ლარზე საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადოს.

მინისტრის განმარტებით, საუბარია ყველა დასაქმებულზე, რომლის ხელფასიც არის 1500 ლარამდე. კომპანია დასაქმებულის 1500-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, ხელფასის პირველ ნაწილზე - 750 ლარზე - საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის, რაც ნიშნასვ, რომ 150 ლარის ეკონომიას აკეთებს. რაც შეეხება ხელფასის მეორე ნაწილს, ამ შემთხვევაში კომპანია  თანხაზე, რომელიც სცდება 750 ლარს, საშემოსავლო გადასახადს ჩვეულებრივ გადარიცხავს ბიუჯეტში.

“ხშირად ისმის კითხვა, არის ეს შეღავათი კომპანიისთვის თუ დასაქმებულისთვის? ორივესთვის არის სინამდვილეში. კომპანია ამ შემთხევვაში იღებს შეღავათს, მაგრამ ამ შეღავათის გამო ვასტიმულირებთ, რომ დაიტოვოს თანამშრომელი. ანუ ვეხიდებით კომპანიას იმაში, რომ შეინარჩუნოს თანამშრომელი. საბოლოო ბენეფიციარი მაინც ადამიანია”’,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ეს არ არის გადასახადის გადავადება, სახელმწიფო ამ ფულს ბიზნესისგან უკან აღარ მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები