მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ჩადის ყველაზე მეტი სტუდენტი აშშ-ში?

61953852b1447
ნათია თაქთაქიშვილი
18.11.21 00:30
990
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, საიდანაც აშშ-ს ყველაზე მეტი სტუდენტი სტუმრობს. International Education Exchange-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ში 2020/21 აკადემიურ წელს 914,000 სტუდენტი ჩავიდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია და კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

როგორც პლატფორმა წერს, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა გასულ აკადემიურ წელთან შედარებით 15%-ით ანუ 160,000 სტუდენტით შემცირდა, ხოლო ქვეყნის ფინანსურმა ზარალმა 10 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Statista-ს ცნობით, საერთაშორისო სტუდენტები აშშ-ს მთლიანი ტურისტების 4.6%-ს წარმოადგენენ, მათ მიერ 2020 წელს აშშ-ს ეკონომიკაში შეტანილმა წვლილმა კი 39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ აშშ-ში ყველაზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ჩინეთიდან ჩავიდა და მათმა რაოდენობამ 317,299 შეადგინა, მეორე ადგილზე ინდოეთია - 167,582 სტუდენტით, ხოლო მესამე ადგილზე სამხრეთ კორეაა - 39,391 სტუდენტით.

TOP-8 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ჩადის აშშ-ში:

1. ჩინეთი - 317,299 სტუდენტი
2. ინდოეთი - 167,582 სტუდენტი
3. სამხრეთ კორეა - 39,491 სტუდენტი
4. კანადა - 25,143 სტუდენტი
5. საუდის არაბეთი - 21,933 სტუდენტი
6. ვიეტნამი - 21,631 სტუდენტი
7. ტაივანი - 19,673 სტუდენტი
8. ბრაზილია - 14,000 სტუდენტი.