მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნების მოქალაქეებმა დააფუძნეს საქართველოში ყველაზე მეტი კომპანია? - სტატისტიკა

5dc2a0493c8f2
თელარა გელანტია
06.11.19 14:23
2650
მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა მზარდია.

მისივე ინფორმაციით, ასეთი სუბიექტების უმრავლესობას ყველა დამფუძნებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰყავს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების ნახევარზე მეტი ირანის, თურქეთის და რუსეთის მოქალაქეების მიერაა დაფუძნებული”, - წერია ანგარიშში.


დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მზარდია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სამეწარმეო სუბიექტებს აფუძნებენ.