მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომის ქუჩის N4-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციაზე 947 400 ლარი დაიხარჯება

5dc054ac0e78e
BM.GE
04.11.19 21:59
1511
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში რომის N4-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

რომის ქუჩაზე მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, „არტ ნუვოს“ ყაიდაზე გაწყობილი შენობა, რომლის ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილია. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 947 400 ლარს შეადგენს და მას შპს „ჯორჯიან ინჟინერინგი“ ახორციელებს. პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

ადგილზე დაწყებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. 

„აღნიშნული სახლი და ეზო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, შენობა კონსტრუქციულად გამაგრდება. ასევე, ფასადი და შიდა ეზო ყველანაირად მოწესრიგდება. სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 50-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი მათი საცხოვრებელი ფართების ფასი ოთხ-ხუთჯერ გაიზრდება, რაც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.