მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ROOMS BATUMI 2020 წელს გაიხსნება

5d70ee8cc4280
ლიკა გურაბანიძე
06.09.19 11:00
4501

„აჭარა ჯგუფი“ ROOMS BATUMI-ს სასტუმროს 2020 წლის ბოლომდე გახსნის. სასტუმრო 4 სართულიანი და 150 ნომრიანი იქნება. შენობის მე-4 სართულის ზემოთ კი საცურაო აუზი განთავსდება. როგორც „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ BM.GE-ს განუცხადა, პროექტში ჩადებული ჯამური ინვესტიცია ამ ეტაპზე 22 მლნ დოლარამდეა.

„ROOMS BATUMI-ს სასტუმროს ფასადი უკვე დავასრულეთ და მომავალი წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ გავხსნათ. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ბათუმს და საქართველოს კიდევ ერთ ახალ ლამაზ სასტუმროს ვაჩუქებთ.

რასაკვირველია იმედი გვაქვს, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო, ეს ჩვენი ამბიციაა. მიგვაჩნია, რომ ბათუმისთვის მზად ვართ და ბათუმიც მზად არის რუმსისთვის.

ასე რომ სწორი დროა გავხსნათ კიდევ ერთი ახალი სასტუმრო, რომელიც იქნება ბათუმური ძველი არქიტექტურის, ფერის და ყველა ელემენტის დაცვით განხორციელებული“ - განაცხადა ჩეხერიამ.