მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ICAO-ს საბჭოს წევრად არ აირჩიეს

63387cf20db5e
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 21:55
665
რუსეთი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოში არ აირჩიეს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული საბჭოში არჩეული წევრების სიიდან ირკვევა.

საბჭოს წევრთა არჩევა სამ ეტაპად ხდება, თავდაპირველად ირჩევენ ავიაციაში 10 უფრო მეტად მნიშვნელოვან ქვეყნებს, რომელთა შემადგენლობაში წელს ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ფინეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი არიან. არჩევნებამდე საბჭოში რუსეთიც შედიოდა.

მეორე ეტაპზე იმ ქვეყნების არჩევა ხდება, რომლებიც პირველ ათეულში არ შედიან, თუმცა მსოფლიო ავიაციის სფეროში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. მესამე ეტაპზე კი ხმის მიცემა ყველა კონტინენტისა და გეოგრაფიული ზონების თანაბარუფლებიანობის განაწილებისთვის ხდება. ამგვარად საბჭოში სულ 36 ქვეყანა შედის.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი პირველი და მეორე ეტაპით განსაზღვრული ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა. ხმის მიცემის მესამე ეტაპი კი სამშაბათს გაიმართება.

ICAO-ს საბჭოს არჩევნებამდე, რამდენიმე ხნით ადრე Reuters-ი კანადის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით წერდა, რომ კანადა რუსეთის კანდიდატურის წინააღმდეგ აპირებდა გამოსვლას. ტრანსპორტის მინისტრი ომარ ალგაბრა აცხადებდა, რომ რუსეთს უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო პასუხი უნდა ეგო.

მიმდინარე წლის ივნისში კი ICAO-ში აცხადებდნენ, რომ რუსეთი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ არსებითი და გადაუჭრელი პრობლემა იყო.

ცნობისთვის, ICAO გაეროს დაქმებდებარებაში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის ნორმებს ადგენს და უსაფრთოებისა და ეფექტიანობის მიზნით მის კოორდინირებას უზრუნველყოფს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭო, მისი მმართველი ორგანოა, რომელიც სამწელიწადში ერთხელ გამართულ ასამბლეაზე ირჩევა, რომელსაც 193 წევრი სახელმწიფო ესწრება.