მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეები ჩვენს სოციალურ ქსელებს უტევენ - "დედაენის ბარი"

62ebad05bc37e
მარიამ ვარადაშვილი
04.08.22 16:00
1256

დედაენის ბარის დამფუძნებელი დათო ლაფაური “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო ბარში შესულ რუსეთის მოქალაქე სტუმრებს მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. საუბარია შესაბამისი კითხვარის შევსებაზე, რომელიც ბარში შესასვლელად იყო საჭირო. 

“ამ პერიოდის მანძილზე გარკვეული რაოდენობის აღშფოთებულმა რუსმა მომხმარებელმა ნეგატიური შეფასებები დაგვიწერეს სხვადასხვა სოცმედია სივრცეში, მათ შორის google-ში. ცდილობდნენ რეიტინგი დაეწიათ და ამით დავესაჯეთ. ამის შემდეგ სტატუსი დავდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს ვითარება გავაცანით. ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა როგორც ჩვენი ქართველი სტუმრებისგან, ასევე უკრაინელებისგან. როგორც ჩანს, მოვექეცით მტრული რუსული ჯგუფების ყურადღების ქვეშ და დილიდან ორგანიზებული კიბერთავდასხმა მიმდინარეობს დედაენის ბარის ყველა სოციალური მედიის არხზე”,-აცხადებს ლაფაური.

მისივე თქმით, ასევე იღებენ მუქარის შეტყობინებებს, რომ “2008 წლის 8 აგვისტოს მოგვანატრებენ”. როგორც ლაფაური ამბობს, განსაკუთრებით ცუდი შეფასებები google-ში მიიღეს. როგორი იქნება ბარის სამოქმედო გეგმა, როგორც ბარის დამფუძნებელი ამბობს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.