მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის ავტობაზრობაზე პარკირების საფასური შემცირდა - AUTOPAPA-ს განცხადება

5e6f6b102237c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 16:12
6420
რუსთავის ავტობაზრობის მმართველი კომპანიის „AUTOPAPA”-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვის გამო, შემცირებული გაყიდვების გათვალისწინებით, ავტობაზრობის პარტნიორები გარკვეული დროის განმავლობაში შეღავათებით ისარგებლებენ.

როგორც AUTOPAPA-ს გენერალური დირექტორის განცხადებაში ვკითხულობთ, დღეიდან პარკირების საფასური ყველა დღეზე 2-3 ლარი იქნება, რაც ავტობაზრობის პარტნიორებს რთულ პერიოდში ავტომობილებით ვაჭრობას გაუადვილებს.

„პატივცემულო მეგობრებო და AUTOPAPA-ს პარტნიორებო, 
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წლის 14 მარტიდან საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოქალაქეთა მიმოსვლა დროებით, 10 დღით შეჩერდება.

წყარო: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75566

ამის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 17 მარტიდან უკრაინის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას. ამის გათვალისწინებით, ბევრი თქვენგანი მოკლებულია შესაძლებლობას, გაყიდოს თავისი ავტომობილი რეექსპორტზე, რადგან მყიდველთა დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებიდან ფიზიკურად ვერ შეძლებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ავტობაზრობა AUTOPAPA - სთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს თქვენთან, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორებთან, გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო საქმიანობის აწყობა, აგრეთვე ავტობაზრობა AUTOPAPA - ში დასაქმებულ თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო, ვიაზრებთ რა საშიშროებას, დაკავშირებულს პანდემია კორონავირუსი COVID-19-ს მსოფლიოში გავრცელებასთან, მივიღეთ პარკირების მომსახურების საფასურის უპრეცედენტოდ შემცირების გადაწყვეტილება (იხ. ცხრილი ქვემოთ, სადაც "სკზ" - არის საბაჟო კონტროლის ზონა, ე.წ. "ტერმინალი").



AUTOPAPA - ს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დახუროს ავტობაზრობა და განაგრძოს მუშაობა, რათა არ დაკარგოს უცხო ქვეყნებიდან არცერთი მყიდველი, რომელიც დღესდღეობით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და სურს ავტომობილის შეძენა. ამავდროულად, AUTOPAPA - ს ყოველი თანამშრომელი მკაცრად იცავს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვირუს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით. მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთ, შეხვიდეთ ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიებში, თუმცა შეძლებთ, შეიძინოთ ნებისმიერი საჭირო რამ ამ მაღაზიიდან სპეციალური შუშის გავლით, სუფთა ჰაერზე დარჩენით - ამგვარად როგორც თქვენი, ასევე თანამშრომლის დაინფიცირების რისკი მცირდება მინიმალურამდე.

გარდა ამისა, AUTOPAPA - ს სატელეფონო ქოლ - ცენტრი +995322050555 აგრძელებს მუშაობას 24/7 ავტომობილების დისტანციური გაყიდვის ორგანიზებისათვის. ასე მაგალითად, უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე ირჩევს ავტომობილს ჩვენს საიტზე https://autopapa.ge , ხოლო ჩვენ უზრუნველვყოფთ ავტომობილის უკრაინაში ტრანსპორტირებას - ბორანისა და რუსთავიდან პორტში ავტომზიდის საფასურის გარდა, კლიენტი დამატებით არაფერს იხდის.

AUTOPAPA - ს მისიაა, დაეხმაროს მთელ მსოფლიოში ხალხსა და ორგანიზაციებს, იყიდონ და გაყიდონ მეორადი ავტომობილები ოპტიმალური ფასით/ხარისხით საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები