მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ საფონდო ბირჟაზე რეკორდული ვარდნაა - კომპანიებმა 250 მილიარდი დოლარით იზარალეს

62175dea31588
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 14:38
5183
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი Moex-ის ინდექსი დღეს 29%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. 

Gazprom-ის აქციები დღეს 41%-ით; Lukoil-ის 20%-ით; VTB-ის 35%-ით; Yandex-ის 26%-ით; Magnit-ის 30%-ით; Sberbank-ის 39%-ით დაეცა.

პარალელურად, ისტორიულ მინიმუმზეა რუსული რუბლის ღირებულება. ამ დროისთვის ერთი დოლარი 84 რუბლი ღირს, რაც 3%-იანი გაუფასურებაა. 

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს შეწყვეტს. 

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ, დღესვე ბორის ჯონსონმა NATO-ს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.