მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კრიზისული ბიუჯეტი წელს თითქმის 0.5 მლრდ-ია – ნადარეიშვილი

5efcc3d6418e4
თამთა ჯიჯავაძე
01.07.20 22:00
1372
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კრიზისული ბიუჯეტი 2020 წლისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია, რაც 10-ჯერ მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

დღეს ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებთან შეხვედრა გამართეს.

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს, რომლებიც, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ხორციელდება და შედგება როგორც ფინანსებზე წვდომის უნივერსალური, ასევე დარგობრივი პროგრამებისგან. სააგენტოს “ - განაცხადა ნადარეიშვილმა. 

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება, რომელზეც სააგენტო აქტიურად მუშაობს.

„დღეს საქართველოს ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და მის წევრებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და განახლებულ პროგრამებს გავაცნობთ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას უკვე პოსტ-კოვიდ ჭრილში შევხედეთ, სადაც გამოიკვეთა ქვეყნის პრიორიტეტული სექტორები, მაგალითად ელექტრო ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდება, ასევე, სხვა კომპონენტები, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა, კვლევითი ცენტრები და ა.შ. პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება, რომელზეც სააგენტო აქტიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით 130 მლნ ლარამდე პორტფელი გვაქვს, როგორც წარმოების, ასევე, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით.“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.