დღეს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ. ასევე თხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და სააკაშვილი შეიწყალოს.
მხარდამჭერ ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის შეწყალებით ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დონეც შემცირდება. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.
ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მთავრობას შეახსენებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასა და ადეკვატურ მკურნალობაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული "მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში". დღეს მიღებულ რეზოლუციას მხარი 557-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა.
მსგავსი რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებდა ბრიუსელს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ, ევროპის პარლამენტმა 2022 წლის 14 დეკემბერსაც დაამტკიცა.