მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავადმყოფოში 482 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში 121 ადამიანია

624be8d028715
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 11:20
464
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 540 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 528 PCR ტესტით.

ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 650 008-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.11%-ია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 629 032-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარაში - 12, იმერეთში - 80, ქვემო ქართლში - 39, შიდა ქართლში - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 54, კახეთში - 53, მცხეთა-მთიანეთში -23, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 4 189 შემთხვევიდან 482 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 264, აჭარაში - 26, იმერეთში - 91.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 121 პირი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 18, იმერეთში - 10. 3 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.