საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 ოქტომბრიდან აღდგება, გარდა - აჭარისა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საბავშვო ბაღები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ, აჭარის გარდა", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღებს ფუნქციონირება 1 ოქტომბრიდან უნდა განეახლებინათ, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, მთავრობამ ბაღების ამოქმედების საკითხი გადაავადა.