მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა თვითშეგნება, ნუ წახვალთ მუსიკალურ ფესტივალებზე - გამყრელიძე

610157f3891c2
ინგა მურუსიძე
28.07.21 17:20
612
მიუხედავად ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა, ქვეყანაში, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში მუსიკალური ფესტივალებია დაგეგმილი.

დღეს მედიის წარმომადგენლებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს, არის თუ არა დაშვებული მსგავსი ღონისძიებები და რატომ ტარდება ისინი, რაზეც მან უპასუხა, რომ „დაშვებული არ არის“.

„NCDC არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი სამეცნიერო დაწესებულება; ჩვენთან მუშაობენ მეცნიერები და სწორედ მათზე დაყრდნობით ვიძლევით რეკომენდაციებს. ახლა გეუბნებით, რომ მთავარია,  იმ რეკომენდაციების აღსრულება, რომელიც დაწესებულია, თუმცა ისინი არ უნდა აღსრულდეს მხოლოდ შოლტით და მათრახით.

საჭიროა თვითშეგნება. გთხოვთ, ნუ ჩაატარებთ საღამოებს, ნუ შეიკრიბებით ბევრი ადამიანი ერთად, ნუ წახვალთ დიდ მუსიკალურ ფესტივალებზე, რომელიც ტარდება კუს ტბასა ლისის ტბაზე, ბათუმში“, - ამბობს ამირან გამყრელიძემ.