მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად იქნება „მწვანე საშვის“ მიღება შესაძლებელი - განმარტება

6189232bb1499
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.21 20:05
1104
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძე იმ დაწესებულბებს ასახელებს, სადაც მოქალაქეების მწვანე საშვის მიღებას შეძლებენ.

მისი თქმით, ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, ამასთან საშვი გაიცემა იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება.

„იქ ამობეჭდილი ცნობები, რომელზეც დატანილია QR კოდი, ვალიდურია. ასევე ეს არის იუსტიციის სახლი. ასევე სპეციალური აპლიკაცია იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება, ის ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უკვე გაცხადებული ვებგვერდი - covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 დეკემბრიდან გასართობ და სოციალური აქტივობის დაწესებულებებში მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე საშვების“ წარდგენის შემთხვევაში დაიშვებიან.