მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

sadavicra.ge - ვებგვერდი, რომელიც გიჩვენებთ, სად არის დარჩენილი თავისუფალი ადგილები ვაქცინაციისთვის

6096b2cdbd1be
BM.GE
08.05.21 19:40
10810
შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დაადგინოთ სად არის დარჩენილი თავისუფალი ადგილები Covid -19–ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად. 

https://sadavicra.ge – საიტზე მონაცემები ავტომატურად ახლდება, შესაბამისად, მითითებულია საქართველოს რომელ რეგიონში და რომელ კლინიკაში რომელი და რა რაოდენობის ვაქცინაა დარჩენილი. ვებგვერდი ეყრდნობა ოფიციალური საიტის www.booking.moh.gov.ge–ის მონაცემებს, შესაბამისად, აღნიშნულ საიტზე თავისუფალი ადგილების დათვალიერების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე და ვაქცინაცია დაჯავშნოს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში შესაძლებელია Covid -19–ის საწინააღმდეგო 3 ტიპის ვაქცინით აცრა: Pfizer, Astra-zeneca, Sinopharm.