მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევოებმა 500 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს - კომპანიების რეიტინგი

6315a60a714ad
შოთა ტყეშელაშვილი
05.09.22 11:44
1011
საქართველოში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში 504.7 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებმა ამ პერიოდში 10.3 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4 მილიონი ლარით ნაკლებია. 

გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების აქტივების ზომაც და ის 1.15 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით, 120 მილიონი ლარით მეტია.

სადაზღვევო ბაზრის ლიდერის პოზიცია კვლავ "ჯიპიაი ჰოლდინგს" უჭირავს, რომელმაც წლის პირველ ნახევარში 101 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანად სექტორის მიერ მოზიდული პრემიების 20%-ია. 

მეორე პოზიციას "თიბისი დაზღვევა" იკავებს, რომელმაც 75.6 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდა.

სრულად სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეთა შედეგები ასე ნაწილდება:

სეგმენტების მიხედვით, პირველ ადგილზეა სამედიცინო დაზღვევის სფერო, რომლის შემოსავალმაც 231 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე პოზიციას 85 მილიონით ავტოდაზღვევა იკავებს, მესამეზე კი ქონების დაზღვევაა 65-მილიონიანი შემოსავლით.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები