13.ივლისი .2021 16:51

საფრანგეთში მედიცინის მუშაკების აცრა სავალდებულო ხდება - BBC

საფრანგეთში მედიცინის მუშაკების აცრა სავალდებულო ხდება - BBC
views 565
უკან

საფრანგეთში მედიცინის მუშაკების აცრა სავალდებულო ხდება. მოთხოვნა ექიმებზე, ექთნებზე, ოფისის პერსონალსა და მოხალისეებზე ვრცელდება. ამის შესახებ BBC ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში მომავალი თვიდან მაღაზიებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესვლა მხოლოდ სამედიცინო ბარათების ჩვენებით იქნება შესაძლებელი. ბარათში კი მითითებული უნდა იყოს, რომ მისი მფლობელი COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია ან კოვიდ-ტესტის უარყოფითი შედეგი აქვს.

სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება ყველას, ვინც ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობს საავადმყოფოში, კლინიკებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ისინი სექტემბრამდე უნდა აიცრან.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საფრანგეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული აქვს, ხოლო 40%-ზე ნაკლები სრულად აცრილია.