მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შექმნის მორიგი საქმე გახსნა

61c41813c8cd4
BM.GE
23.12.21 10:30
488
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი  სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო უწყების მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისივე მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის განახორციელა მომსახურების მიწოდების ამსახველი 72 ერთეული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას დამატებული ღირებულების გადასახადში უსაფუძვლოდ წარმოეშვა 318 026 ლარის ოდენობის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში ბრალდებულმა გამოიყენა ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.

"გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით"-ნათქვამია ინფორმაციაში.