მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

5e518c74da4e6
თელარა გელანტია
23.02.20 00:13
1014
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ: 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:

+989352110274;

+989122997726;

+989108201041“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, შეწყდება თუ არა ირანთან მიმოსვლა, ჯერ უცნობია