მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხები, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება

63034b6fd6760
BM.GE
22.08.22 13:23
1372
დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ განსახილველი შვიდივე საკითხის მომხსენებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული განსახილველი საკითხებია:

1. პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრეკო 22“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

3. პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

4. პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი მალხაზ ჩაჩანიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;

5. პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირი ქეთევან ახალაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

6. პროექტები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;

7. პროექტი ,,შპს „პაშა დეველოპმენტ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”.