მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო სექტორი 520-ე დადგენილების თაობაზე ეკატერინე ტიკარაძეს კიდევ ერთხელ მიმართავს

5defdf4d28640
BM.GE
10.12.19 22:10
1628
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. შესაბამისი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მიერ შესრულებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი გახარიას დავალება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს თქვენთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით გატარებული ცვლილებების ანალიზი და საჭიროებისამებრ კორექტირება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაგვინიშნოთ შეხვედრების დრო სამუშაო ჯგუფისთვის“, - წერია განცხადებაში, რომლითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ რომ ისინი შექმნიდნენ სამუშაო ჯგუფს.

როგორც რამდენიმე დღის წინ კლინიკა”თბილისის გულის ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ bm.ge-ს განუცხადა, სამუშაო ჯგუფში შედიან:

გელა კვარაცხელია - კლინიკა “ჰელსიკორი”

სოსო აბულაძე - კლინიკა “ღია გული”

ოთარ ყურაშვილი - კლინიკა TIM

დავით მიქელთაძე - კლინიკა “ღია გული”

გუგა რამიშვილი - კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსი”

შალვა რცხილაძე - “ხეშინაშვილის სახ. საუნივესიტეტო კლინიკა”

ვახო კალოიანი - “ნიუ ჰოსპიტალსი”

ზვიად ბახუტაშვილი - კლინიკა “ჩაფიძის გულის ცენტრი”

ალეკო ალადაშვილი- კლინიკა “ჩაფიძის გულის ცენტრი”

გიორგი პაპიაშვილი - “ჯო ენის სამედიცინო ცენტრი”.