მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი გააშენა

5ec10bd885590
თელარა გელანტია
17.05.20 14:00
6501
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა.

,,დანერგე მომავლის“ - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ფარგლებში სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს.

ფერმერი აბესალომ გარმელია პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, წელს სამ ჰექტარზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა, მიმდებარედ კი მოცვის სხვადასხვა ჯიშების პლანტაცია ჯამში 9 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერი წელს პირველ მოსავალს აიღებს, გარმელიები ერთ თვეში 10 ტონა ლურჯ მოცვს ევროპაში სარეალიზაციოდ გაამზადებენ.

აბესალომ გარმელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროგრამითაც ისარგებლებს - ფერმერი საწვავზე სუბსიდირებას და ყოველ ჰექტარზე დამატებით 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.

"ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეთავაზებული დახმარება ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ხელშეწყობა დაგვეხმარება, რომ მეტი პროდუქცია შეიქმნას სოფლად, რაც გააძლიერებს და დაეხმარება ფერმერულ მეურნეობებს. ჩვენ ვეცნობით სხვადსხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მდგომარეობას, ამჯერად ვიმყოფებით მოცვის ახლადგაშებნებულ ბაღებში. ჩვენს რეგიონში სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავლის“ - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებულია 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი. პროგრამის მოსარგებლეების რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 250 ბენეფიციარს. პროგრამა მიმდინარეა და გრძელდება განაცხადების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ნერგები ასევე სარწყავი სისტემა ფერმერებმა მიიღეს უფასოდ და ეს არის დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან“, - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის გათვლებით 2021 წლისთვის ლურჯი მოცვის ბაღების ფართობი რეგიონში 1000 ჰექტარს მიაღწევს.