7 დეკემბერს, პროფესიული დღის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა და საავიაციო ინდუსტრიის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
შეხვედრის დასაწყისში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციები და ინდუსტიის შესალებლობები. ლევან კარანაძემ ყურადღება გაამახვილა უმსხვილესი ავიაკომპანიების - Ryanair-ის და Air France-ის შემოსვლაზე და აღნიშნა, რომ წამყვანი ბრენდების ოპერირება მოსახლეობის გადაადგილების გამარტივებასთან ერთად, მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობის ხარისხს მსოფლიოში და საავიაციო წრეებში. ამავე დროს, სააგენტოს ხალმძღვანელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ “Wizz Air”-თან და “Turkish Airlines”-თან ერთად, ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ქართულ ავიაკომპანიას “Georgian Airways”-ს უჭირავს (“Wizz Air” -16%, “Turkish Airlines” -11%, “Georgian Airways”-10%). ლევან კარანაძის განცხადებით, ეროვნული ავიაკომპანიის წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარების და პროფესიული კადრების აღზრდის თვალსაზრისით.
სააგენტოს ხელმძღვანელმა განვლილი თერთმეტი თვის მგზავრთნაკადი შეაჯამა და საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა. ლევან კარანაძის ინფორმაციით, 11 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 877 963 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. აქვე სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოცემული პერიოდისთვის დაახლოებით 16%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული.
მისი განცხადებით, საპროგნოზო მაჩვენებლებთან ჩამორჩენა 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. ლევან კარანაძის თქმით, ხსენებული გამოწვევის მიუხედავად, მთლიანი წლისთვის (12 თვე), სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მგზავრთნაკადის დაახლოებით 2-3%-იან ზრდას ელოდებიან. გასული წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი