მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ის ახალი "დასაკეცი" სმარტფონის Galaxy Z Flip-ის ფასი ცნობილია

5e429923a9b8c
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.20 00:10
9524
Samsung-მა ახალი “დასაკეცი” სმარტფონი Galaxy Z Flip-ი წარადგინა. ტელეფონის ფასი 1400-1500 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ტიპის სმარტფონი Samsung-ისთვის უკვე მეორეა და პირველი ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში წარმოადგინა Galaxy Fold-ის სახელით.

Galaxy Z Flip-ი აღჭურვილია: Snapdragon 855-ის ჩიფსეტით, ორი მთავარი და ერთი წინა კამერით. მის შემადგენლობაში შევა ასევე 15W სწრაფი დამუხტვის სისტემაც.

შეგახსენებთ, დასაკეცი სმარტფონი Motorola Razr-ი აშშ-ს ბაზრებზე 6 თებერვალს გამოჩნდა და პროდუქტი ხელმისაწვდომია Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე. Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარს შეადგენს.