მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთავრობო კონვერტაციების შედეგად, თებერვალში სავალუტო რეზერვები $47 მილიონით შემცირდა

6245c20ead197
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.22 19:22
1063
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები $47 მილიონი დოლარით, 3.99 მილიარდამდე შემცირდა. სებ-ის განმარტებით, ეს კლება შიდასამთავრობო კონვერტაციებს უკავშირდებოდა.

“საანგარიშო პერიოდში შიდასამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ინტერვენციებით ეროვნულ ბანკს მონაწილეობა არ მიუღია. BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა, თვის განმავლობაში 11.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 47.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა,”- წერს სები.

სავარაუდოდ, რეზერვები შემცირებას განაგრძობდა აპრილშიც, რადგანაც 10 აპრილს სებ-მა სავალუტო აუქციონი განახორციელა და $40 მილიონი გაყიდა. აღნიშნული სტატისტიკა სებ-ის ვებგვერდზე რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება.