მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასაბუთების გარეშე 0,5 მლნ ლარის დანამატი გასცა - აუდიტი

5fca64b001725
თამთა ჯიჯავაძე
04.12.20 20:37
1340
2018-2019 წლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა ჯამში 526,038 ლარი შეადგინა. დანამატის საფუძვლად წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ისევე, როგორც ბრძანებები, იყო ზოგადი ხასიათის და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის გაიცა დანამატი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულ დანამატს დაასაბუთებდა.

ამის შესახებ სამხარალის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშა ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში ბიუროს ადმინისტრაცია არ აწარმოებდა სამუშაო დროის  გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების ტაბელს. შედეგად, არ ხდებოდა თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

აქედან გამომდინარე აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულია რეკომენდაციები, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, დანამატის ზღვრული ოდენობით გაცემისთვის, შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც მიმართული იქნება ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში შესრულებული სამუშაოს აღრიცხვისა და ანაზღაურებისათვის.

ამასთან, ხელფასის დარიცხვის პროცესში კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ბიუროს ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას.