მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორი, რომელიც პოსტს ტოვებს: ვილოცებ რეფორმის წარმატებისთვის...

5dee04cb1743e
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.19 12:23
13708
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადა. მისი ინფორმაციით, მან შესაბამისი განცხადებით სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა და ამ თანამდებობის დატოვებას 16 იანვრიდან ითხოვს.

კითხვაზე, ხომ არ შეარყევს დაგროვებითი რეფორმის მიმართ ნდობას, სააგენტოს დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება, სურგულაძე ამბობს, რომ - არა:

“რეფორმასთან დაკავშირებით თავიდან ისმოდა კითხვები. ჩვენმა სააგენტომ იმუშავა ძალიან ბევრი და კარგად და დღეს ეს ნეგატივი ასე თუ ისე არის ნიველირებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ.

რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით მორალურად”,- განაცხადა ლევან სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.

სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები