საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” იქნება. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა, რომ “საქართველოს ბანკთან” ხელშეკრულება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაფორმდება. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საპენსიო სააგენტოს ქართულ საფონდო ბირჟაზე არსებულ ფინანსურ აქტივებში შეეძლება ინვესტიციების გაკეთება.
“სპეციალიზებული დეპოზიტართან არსებული ხელშეკრულება საკმაოდ კომპლექსურია, ამ ხელშეკრულებისთვის იურიდიული სივრცე შეიქმნა სულ ერთი წლის წინ ფონდების შესახებ კანონით. კომპლექსური ხელშეკრულებაა, ბევრ აპსექტს მოიცავს. მსგავსი ხასიათის ხელშეკრულება საქართველოში არ დადებულა, ამიტომ ამას დასჭირდა რამდენიმე თვე. გასულია მოლაპარაკება ბოლოში და შემიძლია ვთქვა, რომ უმოკლეს ვადაში დეპოზიტარს ავარჩევთ. უპირატესი კონტრაქტორი, რომელიც სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებას გაგვიწევს და ვისთანაც მიდის მოლაპარაკება, არის "საქართველოს ბანკი" და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები. დეპოზიტარის აყვანის შემდეგ უკვე შეგვეძლება კაპიტალის ბაზარზე ჩვენი საინვესტიციო ფრონტი გავშალოთ, უბრალოდ, აქ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ კაპიტალის ბაზარი გვაქვს განვითარების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე. კარგი ტენდენციები გვქონდა კაპიტალის ბაზარზე სანამ პანდემია დაიწყებოდა, თუმცა პანდემიამ, ბუნებრივია, ტრანზაქციები გააჩერა და ის ემისიებიც, რაც წლის მანძილზე 5-6 ხდებოდა, ისიც აღარ არის, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ემისიები აღდგება და ამ ყველაფერში ჩვენ როლსაც მნიშვნელოვნად ვხედავთ", - აცხადებს საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.
გაჭიანურებული პროცესი:
სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი საპენსიო სააგენტომ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში გამოაცხადა, მასში მონაწილეობა სამმა ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო, ესენი იყო:
● “Central Depository of Armenia OJSC”
● “ საქართველოს ბანკი”
● “ თიბისი ბანკი”
თუმცა შემდგომში ეს კონკურსი შეჩერდა და განახლებული პირობებით გაგრძელდა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი. როგორც ცნობილია, ამ შერჩევაში უპირატეს კანდიდატად "საქართველოს ბანკი" გამოვლინდა და მასთან ნახევარ წელზე მეტია მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო ფონდის ზომა კი, 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ამჟამად საპენსიო აქტივების სარგებელი 11%-ია.
"სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების აუცილებელ წინაპირობას. სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება", - ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი