25.თებერვალი .2021 14:56

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა
views 5297
უკან

დღეიდან ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა, თუმცა რიგ მიმართულებებზე ქალაქებს შორის გადაადგილების საფასური გაძვირდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს დიდუბის ავტოვაგზლის დირექტორი. 

როგორც  ნესტორ მიქატაძემ BM.GE-ს მგზავრობის საფასურის მიზეზები განუმარტა და თქვა, რომ მგზავრთა გადაყვანა შორი მიმართულებებით გაძვირდა და ფასები 10%-ზე მეტად არ გაძვირებულა.

„მგზავრთგადამყვანებმა მგზავრობის საფასური ნაწილობრივ გააძვირეს. მგზავრობა არ გაძვირებულა ახლო მიმართულებებზე - გორი, კასპი, ხაშური და ა.შ. ხოლო შორი მიმართულებებზე გაძირდა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არსებულმა შეზღუდვებმა მათ პრობლემები შეუქმნათ, საუბარია მგზავრების გადაყვანის რაოდენობაზე, რადგან კომენდანტის საათის გამო გადამყვანები შეზღუდულები არიან დროში. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობას 4 საათი მაინც უნდოდა, ფაქტობრივად ჩვენ 16:30 საათიდან დასავლეთის მიმართულებით - ბათუმის, ურეკის, ლანჩხუთის, სამტრედიის, ქუთაისის, წყალტუბოს, ტყიბულის და სხვა შორ მიმართულებებზე გასვლას ვწყვეტთ, რაც ამცირებს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და შესაბამიასდ შემოსავალსაც. თუმცა ფასების ზრდა 10%-ს არ აღემატება“, - განმარტა ნესტორ მიქატაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო მიმართულებით მოქმედა გადამყვანებმა მგზავრობის ტარიფის ზრდაზე დიდი კონკურენციის გამო უარი თქვეს.

„სადგურს გარეთ იმდენია მარშუტკები და მინივენები, ვისაც გორში მიჰყავს მგზავრები, რომ ამ მიმართულებებსაც შეზღუდული აქვთ გადაყვანის დრო, მაგრამ კონკურენცია იმდენად დიდია, რომ მათ უარი თქვეს ტარიფების ზრდაზე. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ავტოსადგურია, რომელთა მოქმედება რამდენად კანონიერია არ ვიცი, რადგან ბენზინგასამართ სადგურზეა ზოგი. ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს საქმიანობა სანებართვო საქმიანობათა რიცხვს არ განეკუთვნება“, - აღნიშნა დიდუბის ავტოვაგზლის ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის საქალაქთაშორისო გადაყვანების მიმართულებით რეგიონებში მათი სუბიექტების მესამედი რჩება, რომლებმაც უამინდობის გამო მუშაობა ვერ განაახლეს.

„როდესაც ჩადგება ეს ყველაფერი კალაპოტში და კონკურენცია დაიწევს, ტარიფები თავის ნიშნულს დაუბრუნდება. დროთა განმავლობაში მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგება, თუმცა იმ დატვირთვით, რომლითაც ადრე ვმუშაობდით, სადგური ვეღარ იმუშავებს“, - აღნიშნა ნესტორ მიქატაძემ და დასძინა, რომ ვაგზალი დაახლოებით 350 მძღოლს ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა