„საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 10-15%-ით გაძვირდა“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა გელა კვაშილავამ განაცხადა.
კვაშილავა სატრანსპორტო მომსახურების გაძვირების მთავარ მიზეზად, საწვავზე ფასის ზრდას მიიჩნევს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, კერძო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე ტაქსის მძღოლებისთვის მომსახურების საფასურის გაძვირება გარდაუვალი გახადა.
„ინფლაციის დონემ და ფასების მატებამ, ბუნებრივია, სატრანსპორტო სფეროს მომსახურებაც გააძვირა. საწვავზე ფასები, საშუალოდ, 30-35%-ით გაიზარდა. გაძვირდა როგორც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე ტაქსის მომსახურება, დაახლოებით 10-15%-ით“ - აცხადებს კვაშილავა.
სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირს და ამბობს, რომ თუ საწვავის ფასი არ დარეგულირდება, უახლოეს მომავალში მოსახლეობისთვის სატრანსპორტო მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდება.
2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიშის თანახმად, სურსათის შემდეგ, ფასების ყველაზე მკვეთრი, 19,4%-იანი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში ფიქსირდება, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო