18.ოქტომბერი .2016 13:23

საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციამ საპატიო პრეზიდენტი აირჩია

საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციამ საპატიო პრეზიდენტი აირჩია
views 1324
უკან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციამ საპატიო პრეზიდენტი აირჩია. ოფიციალურ ოქმს ამის შესახებ ხელი დღეს მოეწერა. დოკუმენტი ასოციაციის დამაარსებლებმა- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ცენტრმა გააფორმეს.

პალატასთან არსებული ასოციაციის პრეზიდენტი ხელმოწერილი ოქმის თანახმად ჩინეთში გავლენიანი ბიზნეს-მენეჯერი ჯიანჯუნ ზანგი გახდა. სიმბოლურად საპატიო პრეზიდენტობის სიგელი მას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა- დიმიტრი ქუმსიშვილმა გადასცა.
საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქაღთველო-ჩინეთის ეკონომიკური-კულტურული თანამშრომლობის ცენტრის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა. ორგანიზაციის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, კომერციული, საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა. ასოციაციას უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვა და სხვა ორგანიზაციებში, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო ურთიერთობები, დადოს შეთანხმებები. ასოციაციის წესდების თანახმად მისი ძირითადი მოვალეობა ბიზნეს, სასწავლო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იქნება.

ასოციაციის ახლადარჩეული საპატიო პრეზიდენტი ჯიანჯუნ ზანგი ჩინეთში კომოანია CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED-ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს. CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED ჩინეთში 10 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის ერთ-ერთია. მისი ძირითადი ელექტროენერგია და გაზია, თუმცა კომპანია საქმიანობს ასევე სატრანსპორტო. ტურისტულ და საფინანსო სექტორში. კომპანიას განხორციელებული აქვს ინვესტიციები აღმოსავლეთ ევროპაში. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა 39 მილიარდს მიაღწია. კომპანია ასევე ახორციელებს ინფრასტრუქტურული პროექტებით და საქართველოში 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადებითაა დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა