მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე $947 000 ღირებულების ვაშლი გავიდა - სამინისტრო

5f84326956a22
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 20:38
1109
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 11 ოქტომბრისთვის, საქართველოდან ექსპორტირებული 2 149 ტონა ვაშლის ღირებულებამ 947 000 დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს 6-ჯერ აღემატება, ამასთან, ექსპორტის ღირებულება 713 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში (2 068 ტონა), ყაზახეთში (75 ტონა), სომხეთში (6 ტონა), სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.