მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ახალი გენერალური აუდიტორი ჰყავს

59c261672b3a6
ელენე გოგბერაშვილი
20.09.17 16:37
1823
პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა. მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მექვაბიშვილი კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა და დეპუტატებს მისი პროფესიული გამოცდილება და საქმიანობა გააცნო.

ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი წლის ვადით აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ლაშა თორდია შეცვალა.

ირაკლი ექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარ ბანკირად მუშაობდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოწეურა და ამ დრომდე აუდიტის ხელმძღვანელის მოვალოებას ნინო ლომჯარია ასრულებს.

ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ამ პოსტზე ყოფნოს შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ის ოთხი პრინციპი,რაც არის ობიექტურობა, პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და საჯაროობა. მან აქცენტი ეფექტიანობის აუდიტის მიმართულების გაძლიერებაზე და აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე გააკეთა.

"აუდიტის სამიანობა იქნება უფრო პრევენციული ხასიათის ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო სტრუქტურა, თუმცა თუ შევხედავთ რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან გვაქვს საქმე იქნება მყისიერი რეაგირება. ჩვენ შევისწავლით ყველა იმ პროგრამას რომელზეც ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ თვითმმართველი ერთეულიდან. რამდენად ეკონომიურად და ეფექტურად გაიხარჯა გადასახადის გადამხდელების მიერ მობილიზებული თანხები. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ჩვენი რეკომენდაციის შესრულებაზე რეაგირება. ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი. ვფიქრობთ, პარლამენტთან ერთად ჩვენ შევიმიშავებთ ისეთ მექანიზმს, რომ პარლამენტის კონტროლის ფუნქცია გაძლიერდეს", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

საკადო ცვლილებებთან დაკავშირებით მექვაბიშვილი აცხადებს, რომ ყველა კომპეტენტური და კვალიფიციური დარჩება აუდიტის სამსახურში, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში არ გამორიცხავს დროთა განმავლობაში საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები