საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბანკის ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა. ამიერიდან ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მობილბანკიდან მარტივად და სწრაფად ნახოს საკუთარი სავაჭრო ოპერაციები და გაეცნოს ანალიტიკას.
ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა. მიზანი იმ ბიზნესების საქმიანობის გამარტივებაა, რომელსაც საქართველოს ბანკის გადახდები საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე ან ფიზიკურ სივრცეში აქვს ინტეგრირებული. თუ ბიზნესი სარგელობს ბანკის ტერმინალით, ონლაინ განვადებით ან გადახდის სხვა მეთოდით, აპლიკაციაშივე შეძლებენ თვალი ადევნონ მომხმარებლების ჩარიცხვებს, ტრანზაქციების თარიღს, თანხას, სტატუსს თუ სხვა დეტალებს.
მომავალში გადახდების ისტორიას ისეთი ფუნქციონალი დაემატება, როგორიცაა: ოპერაციების სიის გაფილტვრა, რომელიც შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მიხედვით. ესენია: თარიღი - საწყისი და საბოლოო პერიოდის არჩევა; გადახდის მეთოდის მიხედვით (ტერმინალით ან ონლაინ); გადახდის ტიპის მიხედვით (საბარათე გადახდა, განვადება, ქულებით გადახდა QR განვადება); თანხის მოცულობისა და სტატუსის მიხედვით. გარდა ამისა, ბიზნესი ანალიტიკაში მისი მომხმარებლისა და გადახდების შესახებ ინფორმაციასაც გაეცნობა.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს კომფორტული ციფრული გამოცდილება შეუქმნას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ციფრულ პროდუქტებსა და სერვისების განვითარების პროცესში. დღეს ბიზნესის წარმატებას ის ციფრული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთ სიახლეს ვთავაზობთ მომხმარებლებს, რომლებიც გადახდების ისტორიის ნახვას ბიზნეს მობილბანკში მარტივად შეძლებენ. მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად სჭირდება კონკრეტული განხორციელებული ტრანზაქციის ჭრილში ინფორმაციის სწრაფად მიღება, რომელიც აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო შესაძლებელი. ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკსაც დაემატა. ეს არის ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას მარტივად გამოსაყენებელი ფუნქციონალი. ჩვენი მიზანია, ბიზნესს საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობაძიხემ.
R
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება