„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი ექსპორტზე გავიდა. კომპანია ნეპალს, ტუნისს და სომხეთს 626 ტონა ზეთით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარს შეადგენს, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდა. საწარმოს თვეში 3 000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავების რესურსი აქვს, რაც დაახლოებით 1,2 მლნ ლიტრი რაფინირებული და ბოთლში ჩამოსხმული ზეთის წარმოებას უტოლდება. კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში 65 ადამიანს ასაქმებს.
„ჩვენი კომპანია მზესუმზირის ზეთის გარდა, მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებულ „მზესუმზირის შროტსაც“ აწარმოებს, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და მისი 99 %-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. რაც შეეხება ჩამოსხმულ ზეთს, ის საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში გაიყიდება “იალონის” ბრენდის სახელით. ჩვენ უკვე გავედით ექსპორტზე და სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას. ვაპირებთ ავითვისოთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა“,- განაცხადა კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან ტრაპაიძემ.
„მოხარული ვართ, რომ კომპანია სულ უფრო მეტად ვითარდება. ხარისხი და პასუხისმგებლობა კომპანიის ძირითადი ფასეულობებია, რის საფუძველზეც იქმნება პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და გაუმჯობესებაზე. „ჯოლიო“ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ის უწყვეტ რეჟიმში, ადგილზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიით, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტებითა და კვების ტექნოლოგებით, კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 100% მზესუმზირის ზეთს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმებში, რაც ახალი ბაზრების ათვისებას გულისხმობს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა გიორგი წეროძემ.
ინფორმაციისთვის, კომპანია „ჯოლიო“ დაარსდა 2019 წელს და წარმოადგენს პირველ ქართულ ბიზნეს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მზესუმზირის ზეთის წარმოების სრულ ციკლს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ნედლეულის დამუშავება, დაწნეხა, რაფინირება, დაფასოება. ასევე, აწარმოებს ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. საწარმო ISO 22000-ით არის სერთიფიცირებული. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება ევროპის მიერ აღიარებულ სტანდარტებს და მუდმივად მოწმდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ლაბორატორიებში.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე