საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 250 000 ლარს შეადგენს, რაც საკალმახე ავზების მოწყობას მოხმარდა.
„ჩვენი მეურნეობა 2 ჰა-ზეა გაშენებული და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საკალმახე ავზების მოწყობა შევძელით, სადაც კალმახთან ერთად ზუთხი და ლოქო გვყავს მოშენებული. ასევე, ვაწარმოებთ ხიზილალასაც. ჩვენი ავზის თევზები სპეციალური საკვებით იკვებებიან. ყოველწლიურად 400 000 ცალი თევზის რეალიზაციას ვახდენთ, როგორც ადგილობრივ, ისე თბილისის მაღაზიებში. ასევე, ვაბარებთ ნახევარფაბრიკატების საწარმოებში. სამომავლოდ ვგეგმავთ თევზის საწარმოსა და რესტორნის აშენებას“, - განაცხადა მცირე მეწარმემ, მერაბ ტატუნაშვილმა.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელიც გორში საკალმახე მეურნეობას აფართოებს. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და აძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გააფართოვოს ბიზნესი, ეს კი რეგიონს მეტად გააძლიერებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო